გიორგი კვირიკაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ, რომ შევქმნათ ოთხსეზონიანი კურორტების მთელი რიგი

ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, რომ შევქმნათ ოთხსეზონიანი კურორტების მთელი რიგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბახმარო არ იქნება ერთადერთი მიმართულება, რომელზეც მთავრობა უახლოეს მომავალში იმუშავებს.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ შევქმნათ ოთხსეზონიანი კურორტების მთელი რიგი. ამისათვის მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე მივიღეთ დადგენილება, რომ განვავითაროთ და კომპლექსურად შევისწავლოთ ბახმაროს კურორტის ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები და დავდოთ განვითარების გეგმა. თუმცა, ბახმარო არ იქნება ერთადერთი მიმართულება, რომელზეც მთავრობა უახლოეს მომავალში იმუშავებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები