აშშ-ში ორი მოზარდი მოკლეს, რომლებიც წარმოშობით ყაზახეთიდან იყვნენ

აშშ-ის ვაშინგტონის შტატში მოკლული ორი მოზარდი წარმოშობით ყაზახეთიდან იყო. „ვესტი რუ“-ს ცნობით, 51 წლის დევიდ კემპბელმა მეუღლე, 49 წლის ლანა კარლსონი და მისი აყვანილი შვილები – 18 წლის ტორი და 16 წლის კუინი მოკლა.
პოლიციის ინფორმაციით, კიდევ ერთი დაღუპული ლანა კარლსონის მეზობელია. გადარჩა მხოლოდ ერთი ბავშვი – 12 წლის გოგონა. პოლიცია კემპელთან სამი საათის განმავლობაში მოლაპარაკებას აწარმოებდა, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა. თავდაპირველად მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აყვანილი ბავშვები წარმოშობით რუსეთიდან იყვნენ, მაგრამ ლანა კარლსონის ნათესავებმა განაცხადეს, რომ ისინი ყაზახეთიდან არიან. მკვლელობა სიეტლთან ახლოს, ერთ-ერთ ტყეში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები