მექსიკაში რადიაქტიური მასალებით დატვირთული ავტომანქანა გაიტაცეს

მექსიკის ხუთ შტატში განგაში გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც გავრცელდა ინფორმაცია სატვირთო ავტომანქანის გატაცების შესახებ, რომელსაც სახიფათო მასალები გადაჰქონდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მექსიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გატაცებულ სატვირთო მანქანას „ირიდიუმ-192“ გადაჰქონდა. ინციდენტი კერეტაროს შტატში მოხდა. „ირიდიუმ 192“ იწვევს დამწვრობას, დასხივებას, ხოლო დიდი ხნის განმავლობაში ზემოქმედების შემთხვევაში ამას შეიძლება ადამიანის გარდაცვალება მოჰყვეს. ხელისუფლება მოუწოდებს ყველას, ვინც საშიშ რადიაქტიურ მასალებს აღმოაჩენს, ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს და რადიაციის წყაროსთან 30 მეტრზე ახლოს არ მივიდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები