„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიაში ქალთა ბატალიონი შექმნა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის ქალაქ ელ-ხასაკაში ქალთა ბატალიონი შექმნა. მისი მეთაურია ნადა ალ-კატანი, რომელიც დაჯგუფებას 2013 წელს შეუერთდა.
ბატალიონის მეთაურის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატანი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ერაყსა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა.
ეს ამ დაჯგუფების რიგებში ქალების „დავერბოვკებით“ იყო დაკავებული. როგორც ქალთა ბატალიონის მეთაურმა ტვიტერში დაწერა, ის ქალ ექსტრემისტებს „ქმრების და შვილების“ დასახმარებლად მოუწოდებს. ასევე აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს, თვითმკვლელი ტერორისტი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები