მიგრანტებმა საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვარზე რკინიგზა გადაკეტეს – ვიდეო

რამდენიმე ასეულმა მიგრანტმა საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვარზე საპროტესტო აქცია გამართა. მათ რკინიგზა გადაკეტეს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
„მიგრანტებმა, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც იყვნენ, საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში სარკინიგზო მიმოსვლა გადაკეტეს. ისინი გზის გაგრძელებას და გერმანიაში ჩასვლას მოითხოვენ“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
მიგრანტებს პლაკატები ეჭირათ წარწერით: „გახსენით საზღვარი“ და „ჩვენ ადამიანები ვართ და არა ცხოველები“.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საბერძნეთში მიგრანტების რაოდენობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, ვინაიდან ბალკანეთის ქვეყნებმა საკუთარ ტერიტორიაზე მათი ჩასვლა შეზღუდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები