კალეში ლტოლვილთა ბანაკის დაშლა დაიწყო

საფრანგეთის ქალაქ კალეში ლტოლვილთა ბანაკის აღება დაიწყო. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, პოლიციამ მიგრანტები გააფრთხილა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ძალას გამოიყენებს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბანაკთან ორი ბულდოზერი მიიყვანა, ჰაერში პოლიციის ვერტმფრენი პატრულირებს.
ხელისუფლებამ მიგრანტებს ე.წ. ჯუნგლების დასახლების მახლობლად მდებარე საცხოვრებელ მოდულებში გადასვლა შესთავაზა. ასევე მათ საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებულ ლტოლვილთა რომელიმე ცენტრში გადასვლა შეუძლიათ. ასეთი ცენტრი ქვეყანაში 100-ზე მეტია.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ლტოლვილთა გადასახლება მათ უფლებებს არღვევს, ვინაიდან ახალ ადგილზე საცხოვრებელი პირობები უარესია. გარდა ამისა, ეს ორგანიზაციები ზამთრის პერიოდში ლტოლვილების გამოსახლების წინაღმდეგ გამოდიან. ბოლო ორი წლის განმავლობაში კალეს „ჯუნგლებში“ ლტოლვილების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. ფაქტობრივად, ბანაკი მინი-ქალაქად გადაიქცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები