სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სრულდება

სირიაში სამშვიდობო შეთანხმება სრულდება. პირველად ხუთწლიანი სამოქალაქო ომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 27 თებერვალს შევიდა ძალაში.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, დაპირისპირებულმა მხარეებმა მხოლოდ უმნიშვნელო დარღვევები დააფიქსირეს. სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ობიექტებზე რუსულმა ავიაციამ რამდენიმე დარტყმა განახორციელა. თავის მხრივ, რუსი სამხედროები ამბობენ, რომ ოპოზიციურმა ძალებმა კბანას დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს.
ცნობისთვის, სამშვიდობო შეთანხმება აშშ-ის და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 22 თებერვალს გამართული მოლაპარაკების შედეგად გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები