მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურს კორუფციაში ადანაშაულებს

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უშიშროების სამსახური რეკეტში დაადანაშაულა. სააკაშვილი უშიშროების საოლქო სამსახურში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა რეგიონის ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სხდომაზე სააკაშვილმა უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს ღონისძიების დატოვება მოსთხოვა, ვინაიდან სხდომას უშიშროების საოლქო სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ბატრაკოვი არ ესწრებოდა. სააკაშვილის თქმით, ოდესის უშიშროების სამსახური რეგიონში რეკეტით არის დაკავებული. ოდესის გუბერნატორმა ამის დასტურად არაბულ ქვეყნებსა და თურქეთში თხილის მიწოდების აკრძალვა მოიყვანა, რის მიზეზად ამ პროდუქციაში ბაქტერიების არსებობა დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები