დავით უსუფაშვილი ბუკა პეტრიაშვილის საქმეზე: სასჯელი მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარტია “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანზე, ბუკა პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
როგორც უსუფაშვილი განმარტავს, დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავი ორგანოები ძალიან სწრაფად გაართმევენ თავიანთ მოვალეობას თავს. მისივე თქმით, საქართველოში ადამიანები უნდა იყვნენ იმ განცდით, რომ არიან დაცულები.
“დამნაშავეები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. კანონის მთელ სიმკაცრეზე მე ამ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებ სრულიად შეგნებულად იმიტომ, რომ ეს არის სასამართლოს და პროკურატურის საქმე, მაგრამ ჩვენი საზოგადოება, პარლამენტარები, ადამიანები, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსში ვწერთ რაღაც მუხლებს და მერე ვსაზღვრავთ სასჯელს აქედან აქამდე, იქიდან იქამდე რას ვითვალისწინებთ – ვითვალისწინერბთ იმას, რომ როდესაც დანაშაული ხდება განსაკუთრებით ისეთი საზოგადოებისადმი, ადამიანისადმი სიცოცხლისადმი კანონით დაცული სიკეთისადმი ასეთი უპატივცემულობით, ასეთ დროს სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი.
ეს არის ჩემი პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ძალიან სწრაფად გაართმევენ თავიანთ მოვალეობას თავს. კარგი ამბავი ისაა, რომ ბუკას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი საკითხი და თემა, რომელიც უცებ ჩაივლის. ჩვენ ძალიან ფართოდ უნდა შევხედოთ მსგავს საკითხებს და საქართველოში ადამიანები უნდა ვიყოთ იმ განცდით, რომ ვართ დაცულები”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები