მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 29-1 მარტს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 31-ე სესიაში მონაწილეობას მიიღებს.
მინისტრი სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე, სადაც ისაუბრებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაეროს როლზე; ადამიანის უფლებების სფეროში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე; განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ყოველწლიურ მაღალი დონის პანელში: „გაეროს მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგი და ადამიანის უფლებების დაცვა, განვითარების უფლების უზრუნველყოფას“. სესიის პარალელურად მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაეროს მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან და კოლეგა მინისტრებთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 2016 წლის იანვრიდან 3 წლის ვადით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სრულუფლებიან წევრად აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები