თვითმკვლელმა ტერორისტმა ავღანეთში აფეთქება მოაწყო – არიან დაღუპულები

ავღანეთის დედაქალაქში თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება მოაწყო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ქაბულის პოლიციის ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მამაკაცმა თავი აიფეთქა. ტერაქტი თავდაცვის სამინისტროს სიახლოვეს მოხდა. აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
დღესვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავღანეთის ქუნარის პროვინციაში ბომბის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები