მოსკოვის მეჩეთში შესვლა ფასიანი გახდება

2016 წლის 1-ლი მარტიდან მოსკოვის მეჩეთში შესვლა ფასიანი გახდება. ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას „ისლამის ისტორიაში უპრეცედენტოს“ უწოდებენ.
„1 მარტიდან მოსკოვის მეჩეთში ექსკურსია უფასო აღარ იქნება. ინვალიდებისა და პენსიონერებისთვის ფასდაკლება იმოქმედებს. ყველა დანარჩენისთვის ბილეთის ფასი 300 რუბლი იქნება. სკოლის მოსწავლეებისთვის ბილეთი 150 რუბლი ეღირება“, – განუცხადეს გამოცემა eadaily.com-ს რუსეთის მუსულმანთა სასულიერო სამმართველოს პრესსამსახურში.
ამ გადაწყვეტილებას ექსპერტები ისლამის ისტორიაში რევოლუციას უწოდებენ. თურქეთში, ეგვიპტეში, ირანსა და სხვა ქვეყნებში ძველ მეჩეთებში შესვლაზე, სადაც ხშირად ტურისტები ჩადიან, გადასახადი დაწესებული არ არის. ირანში მეჩეთში შესვლაზე ფულის აღების მცდელობა ქრთამად ითვლება და პატიმრობით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები