ირანის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი ინფორმაციით, რეფორმატორები ლიდერობენ
ირანში 26 თებერვალს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი ინფორმაციით, რეფორმატორები და ზომიერი კონსერვატორები ლიდერობენ. ამომრჩეველთა აქტივობამ 58 პროცენტი შეადგინა. არჩევნებში 32-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
კენჭისყრის დრო გუშინ სამჯერ გაგრძელდა. საარჩევნო უბნები 23:45 სთ-ზე დაიხურა.
პარლამენტის გარდა, ირანელები ექსპერტების საბჭოს ირჩევენ, რომელიც ირანის სულიერ ლიდერს ნიშნავს. არჩევნების შედეგებზე, მომავალ წელს პრეზიდენტის ჰასან რუჰანის მეორე ვადით არჩევის შანსები იქნება დამოკიდებული.