რუსეთმა სირიაში ავიადარტყმები შეაჩერა
რუსეთის ავიაციამ სირიაში ავიადარტყმები შეაჩერა. ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსულმა ავიაციამ „მწვანე ზონაში“ ავიადარტყმები შეაჩერა. საუბარია იმ დაჯგუფებებზე, რომლებმაც ასევე ცეცხლი შეწყვიტეს.
„27 თებერვალს რუსულ ავიაციას არც ერთი ავიადარტყმა არ განუხორციელებია“ – განაცხადა რუდსკოიმ.
სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 27 თებერვლიდან შევიდა ძალაში.