ავღანეთის უშიშროების ძალებმა თალიბების ტყვეობიდან 35 ადამიანი გაათავისუფლეს
ავღანეთის უშიშროების ძალებმა 35 ადამიანი გაათავისუფლეს, რომლებიც მოძრაობა „თლიბანის“ „ბოევიკებს“ ტყვედ ჰყავდათ აყვანილი. ავღანური სააგენტო Khaama Press-ის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის 25 ბავშვია.
სპეცოპერაცია ნად-ალის ოლქში ჩატარდა. შვიდი „ბოევიკი“ დაკავებულია. სააგენტოს ცნობით, ოპერაცია ღამის საათებში ჩატარდა. „თალიბანს“ ტყვეები გალიებში ჰყავდათ ჩაკეტილი.
რადიკალური მოძრაობა “თალიბანი“ ავღანეთში 1994 წელს შეიქმნა. 1996 – 2001 წლებში ის ქვეყნის ხელისუფლების სათავეში იყო. აშშ-ის მიერ 2001 წელს ავღანეთში დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ თალიბები ხელისუფლებას ჩამოაშორეს.