ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციები დღეიდან გაუქმდა

ევროკავშირის სანქციები ბელორუსიის წინააღმდეგ დღეიდან გაუქმდა. სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ. ბელორუსიის 170 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება ევროკავშირმა 25 თებერვალს მიიღო.
აღნიშნული სანქციები 2012 წლიდან პრეზიდენტ ლუკაშენკოს და ხელისუფლების სამი წარმომადგენლის წინააღმდეგ იყო დაწესებული. ამასთანავე, ბრიუსელმა ბელორუსიის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგო იარაღის მიწოდებაზე ძალაში დატოვა.
ევროკავშირმა ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ გააუქმა, რაც მინსკმა პოლიტპატიმრები გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები