სააკაშვილმა უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი სხდომიდან გააგდო (ვიდეო)

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უშიშროების სამსამხურის წარმომადგენელი ეკონომიკური საბჭოს სხდომიდან გააგდო. სხდომა ოდესის რეგიონის განვითარების საკითხებს ეხებოდა.
როგორც სააკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერია, ეს გადაწყვეტილება გუბერნატორმა იმის გამო მიიღო, რომ უშიშროების წარმომადგენელი მანამდე არ დაესწრო სხდომას, რომელზეც მოსახლეობის და ბიზნესის შევიწროების ფაქტები განიხილებოდა. ინტერნეტში ფაქტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.
„ახლავე დატოვეთ სხდომა და აქ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი მოვიდეს. ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ თქვენს თავზე“, – მამართავს სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს.
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში სააკაშვილი უკრაინის მთავრობას აქტიურად აკრიტიკებს. კერძოდ ის პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს კორუფციაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები