ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის პროვინცია ქუნარში მომხდარი თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაიჭრა. სააგენტო „პაჯვაკის“ ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება პროვინციის გუბერნატორის სახლთან მოაწყო. თავდაპირველად ინფორმაცია 10 დაღუპულის და 15 დაჭრილის შესახებ გავრცელდა.
ბოლო დროს ავღანეთში სიტუაცია მნიშვნელოვნად გართულდა. მოძრაობა „თალიბანმა“ დიდ ქალაქებზე შეტევა დაიწყო. ასევე ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენაც ძლიერდება. მათ შორის ხშირად შეიარაღებული შეტაკებები ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები