27 თებერვალი

12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი; საგარეჯოს არჩევნების გამოძიება – ხიდაშელის პასუხისმგებლობა; ტყიბულში მიმდინარე პროცესები.

12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი; საგარეჯოს არჩევნების გამოძიება, ხიდაშელის პასუხისმგებლობა; ტყიბულში მიმდინარე პროცესები.
29 თებერვალი

11:00

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ იშვიათი დაავადების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. შეხვედრა გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის, დაავადებული პაციენტთა კავშირისა და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” მხარდაჭერით მოეწყობა.

12:00

სასტუმრო „Mercure Tbilsi Old Town”-ში სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენსა“ და ბანკ „რესპუბლიკა სოსიეტე ჟენერალს“ შორის მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიალი გაიმართება. მისამართი: ვახტანგ გორგასლის ქ N9.

13:00
„ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი,  გიორგი სიგუა სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi“  პრესკონფერენციას გამართავს,სადაც„GEM-fest 2016“-ის Line-up-ის მეორე ნაწილი გახდება ცნობილი და  მსოფლიო მნიშვნელობის შემსრულებლის სახელები დაანონსდება. ასევე გამოცხადდება მოხალისეების რეგისტრაცია „ჯემ ფესტ 2016“-თვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები