მე-19 საუკუნის საქართველოს ფოტოები პარიზის აუქციონზე 2 ათას ევროდ გაიყიდა

მე-19 საუკუნის საქართველოს ფოტოები პარიზის აუქციონზე 2000 ევროდ გაიყიდა. პარიზის ცნობილ სააუქციონო სახლში – “ოტელ დრუო”, გაიმართა აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იყო 1899-1906 წლებში სამხრეთ კავკასიაში გადაღებული ფოტოები.
ფოტოების ავტორი უცნობია. უმეტესობას ახლავს ფანქრით შესრულებული მინაწერი. ფოტოების დიდი ნაწილი გადაღებულია ალავერდის სპილენძის მაღაროში (სომხეთი).192 ფოტოდან დაახლოებით 67 ფოტო გადაღებულია საქართველოში: ბათუმის პორტი – 10 ფოტო, ტფილისი – 22 ფოტო , ფოთის პორტი – 4 ფოტო.,სოხუმის სანაპიროსთან – 8 ფოტო, შავ ზღვაზე – 4 ფოტო, გორი – 2 ფოტო, სადახლო – 1 ფოტო, საქართველოს სამხედრო გზა – 16 ფოტო (ყაზბეგი, დუშეთი, გუდაური, ანანური, მცხეთა…).
ფოტოები, რომლებიც აუქციონზე ერთ ლოტად იყო გატანილი, ონლაინმყიდველმა შეიძინა. ინფორმაციას საფრანგეთში მცხოვრები ისტორიკოსი და მკვლევარი ანა ჭეიშვილი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები