26 თებერვალი

10:30
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან და კოალიციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციის პრეზიდენტი ზაალ რუხაძე და პრესსამსახურის წარმომადგენელი გიორგი ფულარიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: „საქართველოს ოფ-სეზონის ჩემპიონატი“ ბოდიბილდინგსა და ფიტნესში. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სააფთიაქო ნარკომანიის ურთულესი პრობლემა საქართველოში ა და ზოგადად, მსუბუქი მოხმარების ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: მამუკა ახვლედიანის საქმე, საგარეჯოს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პროკურატურაში წარდგენილი დასკვნა მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ, რომლის მიხედვითაც გამოძიება დაიწყო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტები“ ივერიონის პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს. თემა: მიმართვა ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს; არასამთავრობო შს მინისტრის გადადგომას, რესპუბლიკური პარტიის ლიკვიდაციას და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მოითხოვს. მისამართი: კოსტავას 6. მე-3 სართული
12:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ქართველი გამომცემლები კონტრაფაქციულ გამოცემებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
12:00
“პირველ პრესკლუბში” პოლიტიკური მოძრაობა “ბედნიერი საქართველოსთვის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ქვრივიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ლეონიდ ჩერნოვეცკის ინიციატივა, რომელიც საქართველოში ონლაინ–საკრედიტო ორგანიზაციების, ლომბარდების და სხვა მსგავსი ტიპის საფინანსო ორგანიზაციების პრობლემატიკას ეხება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: “პანორამა თბილისი“. მის: თავისუფლების #2
E1
13:00
პარტიის ოფისში, “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ბრიფინგს გამართავს თემაზე: “მემარცხენე ალიანსის” პასუხი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
15:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების #2
16:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების #2
17:00
NEW
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამართავს მორიგ საჯარო დებატებს თემაზე: „ სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოში“. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები