25 თებერვალი

09:00
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: ინგოროყვას 7
09:00
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ნაწილში სახელმწიფო დროშები დაეშვება.
10:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ტურინის პროცესის (TRP) 2016″ გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას ევროპის განათლების ფონდისა (ETF) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გახსნის. მისამართი: უზანძის 52, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
10:00
სასტუმრო “კრონ პალას თბილისში”, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით, გაიმართება კონფერენცია თემაზე – „კონკურენციის სააგენტოსა და დარგობრივ მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა“. მის: ხეივნის ქუჩა 12-13
10:15
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის პროგრამა “INOGATE”-ის ფარგლებში ენერგეტიკული საკითხებისადმი მიძღვნილი პოლიტიკურ დიალოგი გაიმართება.მონაწილეობას მიიღებენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უფროსი იანეს კოპაჩი. ასევე მონაწილეობენ “INOGATE”ის ექსპერტები, ენერგეტიკული კომპანიების, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები
E1
10:30
“პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: აფბა პრობლემური აქტივების მართვის კომპანიებისგან დაზარალებულ მომხმარებლებს რეკომენდაციებს შესთავაზებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
“პირველ პრესკლუბში” საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ბრიფინგს გამართავს. თემები: თბილისის მერიის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ოთხი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების გაერთიანება, საბინაო პრობლემები და მძიმე სოციალური ფონი დედაქალაქში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში; „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები; სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება.
11:00
დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზიდენტი თამარ ჩიბურდანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: IDFi -ის კვლევევის ანალიზი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკაზე, ფონდის პოზიცია მათ რეკომენდაციებზე. ასევე – ფონდის პოზიცია ვოლსკის წინადადებაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:15
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. მის: კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე იუნკერთა მემორიალი

11:15
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესები – კორუპციული გარიგებით დანიშნული მოსამართლეები.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი ლევან ლორთქიფანიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
11:30
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანი მიროტაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან და კოალიციასთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00
საქართველოს ბანკის სათავო ოფისში საქართველოს ბანკის მიერ გადახდის კიდევ ერთი ინოვაციური მეთოდის დანერგვის შესახებ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია გამართავს. მის: გაგარინის ქ. 29ა (შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან)
E1
12:00
იუნკერების ხსოვნის დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი კოჯორში იუნკერების მემორიალთან ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებს.
12:00
“პირველ პრესკლუბში” სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
NEW
იუნკერების ხსოვნის პატივის მისაგებად კოჯორ-ტაბახმელას მემორიალთან მიბრძანდებიან და მემორიალს გვირგვინით შეამკობენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური. მისამართი: კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან არსებული გმირთა მემორიალი
12:30
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: მეშახტეების მიერ ტყიბულში გამართული საპროტესტო აქცია და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00
ავტომრბოლელი და ომის ვეტერანი დავით კვარაცხელია უცხოეთში სხვადასხვა ტურნირებში მიღებულ პრიზებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადასცემს. გადაცემის ცერემონიალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება.

14:00
ორი პარტიული გაერთიანების საქართველოს მშვიდობისათვის და ვეტერანთა პარტიის ლიდერები პირველ ერთობლივ პრესკონფერენციას ჩაატარებენ. მის: “საქართველოს მშვიდობისათვის” სათაო ოფისი, ქ. თბილისი, გალაკტიონის 23/23
14:00
ეკომიგრანტების და პოტენციური ეკომიგრანტების საჭიროებების, გამოცდილებისა და თვითშეფასების შესახებ ჩატარდა კვლევა, რომლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება მონაწილეთა რეგისტრაციითა და ფურშეტით დაიწყება. მისამართი: სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია, დარბაზი 1, ვარდების რევოლუციის მოედანი 1
14:00
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439
14:00
NEW
თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძართან მდებარე ქვაჯვარს გვირგვინით შეამკობენ და დაღუპული იუნკერების სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან. მისამართი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დ. უზნაძის 117ა
14:30
ეკომიგრანტების და პოტენციური ეკომიგრანტების საჭიროებების, გამოცდილებისა და თვითშეფასების შესახებ ჩატარდა კვლევა, რომლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. შესავალი სიტყვით გამოვლენ: ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე, ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფენ შთორკი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. მის: სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია, დარბაზი 1 ვარდების რევოლუციის მოედანი 1
E1
14:45
ეკომიგრანტების და პოტენციური ეკომიგრანტების საჭიროებების, გამოცდილებისა და თვითშეფასების შესახებ ჩატარდა კვლევა, რომლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტს „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ წარადგენს: დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე გენო გელაძე. მის: სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია, დარბაზი 1, ვარდების რევოლუციის მოედანი 1.
15:00
ეკომიგრანტების და პოტენციური ეკომიგრანტების საჭიროებების, გამოცდილებისა და თვითშეფასების შესახებ ჩატარდა კვლევა, რომლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. კვლევის შედეგებს წარადგენს კვლევის ავტორი თინათინ ზურაბიშვილი. მის: სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია, დარბაზი 1 ვარდების რევოლუციის მოედანი 1
15:00
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ექიმ-რეპროდუქტოლოგებს კომიტეტის წევრი დარეჯან ჩხეტიანი შეხვდება. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N637
15:00
NEW
თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერების მონაწილეობით გაიმართება სპექტაკლი „აფხაზეთი ჩემი ტკივილი“. მისამართი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დ. უზნაძის 117ა
15:20
ეკომიგრანტების და პოტენციური ეკომიგრანტების საჭიროებების, გამოცდილებისა და თვითშეფასების შესახებ ჩატარდა კვლევა, რომლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების დასვნით ეტაპზე მოეწყობა დისკუსია. მის: სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია, დარბაზი 1, ვარდების რევოლუციის მოედანი 1

19:00
“თიბისი” ბანკი პროექტის “წერე ქართულად” ფარგლებში განხორციელებულ ინიციატივებს შეაჯამებს და მედიის წარმომადგენლებს სიახლეებს გააცნობს. ღონისძიება ჩატარდება ტექნოპარკში და დაესწრებიან ჯეოლაბის, მაიკროსოფტის, ეროვნული ბიბლიოთეკის, თსუ-ს ლექსიკოგრაფიული ცენტრის წარმომადგენლები და დიზაინერი ზვიად ციკოლია. მის: ინოვაციების ქ №7, ოქროყანა, თბილისი.
19:00
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის ცენტრალურ დარბაზში სასაჩუქრე კატალოგის “თბილისური საჩუქარი” პრეზენტაცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები