ნეპალში თვითმფრინავი გაუჩინარდა
ნეპალის დასავლეთ ნაწილში მცირე ზომის თვითმფირნავი გაუჩინარდა. მის ბორტზე 21 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.
ავიაკომპანია Tara Air-ის თვითმფრინავი პოკჰარიდან ჯომსომში მიფრინავდა. აფრენიდან 18 წუთში მასთან კავშირი შეწყდა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დასახლებების აეროპორტებს შორის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები არ არსებობს, ასე რომ, საჰაერო ხომალდი ავარიულ დაფრენას ვერ განახორციელებდა.
ამჟამად მაშველები ვერტმფრენების დახმარებით თვითმფრინავს ეძებენ, რომელმაც, სავარაუდოდ, კატასტროფა განიცადა.
ნეპალის ავიაკომპანიებს უსაფრთხოების საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი აქვთ. 2013 წელს ევროკავშირმა ამ ქვეყნის ავიაკომპანიებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა აუკრძალა.