მსოფლიოს საუკეთესო საცხოვრებელ ქალაქად ვენა დასახელდა

ავსტრიის დედაქალაქი ვენა მსოფლიოს საუკეთესო საცხოვრებელ ქალაქად დასახელდა. ლიდერთა სამეულში ასევე შვეიცარიის ციურიხი და ახალი ზელანდიის ოკლენდი შევიდნენ.
რეიტინგი Mercer Quality of Life-მა გამოაქვეყნა და მასში მსოფლიოს 229 ქალაქი შევიდა, რომლებშიც ცხოვრების ყველაზე მაღალი ხარისხია.
რეიტინგის შედგენისას ფასდება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, განათლების ხარისხი, ცხოვრების სოციალურ-ეკონომიკური პირობები, საცხოვრებლის ხარისხი და ბუნებრივი გარემო.
შარშანდელი ტერაქტების შემდეგ პარიზმა ამ რეიტინგში 10 ადგილით ჩაიწია და 370-ე პოზიციაზეა. შეერთებული შტატების არცერთი ქალაქი დანაშაულის სტატისტიკის გამო ტოპ-20-ში ვერ მოხვდა. ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს სან-ფრანცისკოს – 28-ე ადგილი.
დსთ-ს ქალაქებიდან მოსკოვი 167-ზე, სანქტ-პეტერბურგი 175-ზე, ალმა-ატა 176-ზე, კიევი 177-ზე და მინსკი 190-ე ადგილზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები