ქურთების ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეობიდან მძევალი გაათავისუფლეს

ერაყის ქურთისტანის ძალებმა შვედეთის 16 წლის მოქალაქე გაათავისუფლეს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. მოზარდი გოგონას გათავისუფლების ოპერაცია ერაყის ქალაქ მოსულის მიდამოებში ჩატარდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის შარშან სირიაში ჩავიდა, ხოლო შემდეგ ერაყის საზღვარი გადაკვეთა. სპეცოპერაციის სხვა დეტალები უცნობია. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის ძირითად პრობლემას წარმოადგენს. სამი წლის განმავლობაში ამ დაჯგუფებამ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები