ევროპაში ახალი წლიდან 110 ათასი ლტოლვილი ჩავიდა

2016 წელს ევროპის ქვეყნებში, ხმელთაშუა ზღვით 110 ათასი ლტოლვილი ჩავიდა. ამის შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია იუწყება. ეს მაჩვებელი 2015 წლის ანალოგიურ პერიოდს 10-ჯერ აღემატება. ამ ინფორმაციის მიხედვით, 97 ათასი ადამიანი ევროპაში საბერძნეთის გავლით ჩავიდა, დანარჩენები – იტალიის ტერიტორიით. ეს ადამიანები, ძირითადად, სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან არიან. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, წელს ევროპისკენ მიმავალ გზაზე 410 ადამიანი დაიღუპა მათი უმეტესობა ზღვაში დაიხრჩო. 2016 წელს ევროპაში 1 მილიონი ლტოლვილის ჩასვლაა მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები