რუსი ოპოზიციონერის გამოსვლა ბომბის აფეთქების საფრთხის გამო ჩაიშალა

„სახალხო თავისუფლების პარტიის“ ოფისში რუსი ოპოზიციონერის, ილია იაშინის გამოსვლა ბომბის არსებობის საფრთხის გამო ჩაიშალა. პარტიის თავმჯდომარის მოადგილის გამოსვლის დროს უცნობმა პირმა დარეკა და შენობაში ასფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ განაცხადა. ილია იაშინის 35-გვერდიანი მოხსენება ჩეჩნეთის ვითარებას ეხებოდა. პრეზენტაცია რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის წლისთავთან იყო დაკავშირებული.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, პოლიციამ ჟურნალისტები შენობიდან გაიყვანა. იაშინმა სამართალდამცველების ქმედებას პროვოკაცია უწოდა. შენობის წინ, სადაც პრეზენტაცია იმართებოდა, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იყო მიღებული. პოლიციელები ყველას ზედმიწევნით ამოწმებდნენ. ბომბის შესახებ ზარამდე ორი ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად ერთ-ერთმა ადამიანმა დარბაზში ყალბი დოლარები დაყარა, ხოლო შემდეგ ერთ-ერთმა პირმა ჩხუბი ატეხა. ცნობისთვის, ბორის ნემცოვი მოსკოვში 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები