სინგაპურიდან ოთხი ადამიანია დეპორტირებული

სინგაპურიდან ინდონეზიის ოთხი მოქალაქეა დეპორტირებული, რომლებიც, ხელისუფლების ინფორმაციით, სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლას აპირებდნენ.
სინგაპურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს ადამიანები ინდონეზიაში გააძევეს. სინგაპურის ხელისუფლება აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში სპეციალურ ბუკლეტებს გამოაქვეყნებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ტერორისტების თავდასხმის შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს ინდონეზიის დედაქალაქის ცენტრში ტერაქტები მოხდა. ტერორისტების თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები