ირანმა სალმან რუშდის მკვლელობისთვის ჯილდო გაზარდა

ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ბრიტანელი მწერლის, სალმან რუშდის მკვლელობისთვის ჯილდო 600 ათასი დოლარით გაზარდა. ამ მწერალმა 1989 წელს „სატანისტური ლექსები“ გამოაქვეყნა. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
რუშდის მკვლელობისთვის ჯილდო 2012 წელს 3,3, მილიონ დოლარს შეადგენდა. მისი წიგნი ირანში მკრეხელობად არის აღიარებული და ისლამური რევოლუციის ბელადის, აიათოლა ხომეინის კანონის მიხედვით, ასეთი ადამიანები სიკვდილით უნდა დაისაჯონ. ირანის კონსერვატორები აცხადებენ, რომ ხომეინის ბრძანება მისი გარდაცვალების შემდეგაც მოქმედებს და აუცილებლად  უნდა შესრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები