ამერიკელებმა ქვეყნის მთავარ მტრად ჩრდილოეთ კორეა დაასახელეს

ამერიკის მოქალაქეებმა ჩრდილოეთ კორეა ქვეყნის მთავარ მტრად დაასახელეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სოციოლოგიური კვლევა ამერიკის საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტმა ჩაატარა. ძირითად საფრთხედ ჩრდილოეთ კორეა გამოკითხულთა 16-მა პროცენტმა დაასახელა. მეორე ადგილზე გავიდა რუსეთი – 15 პროცენტით. 2015 წელს რუსეთი ამ სიის სათავეში იყო. ჩრდილოეთ კორეის მიმართ ამერიკელების ასეთი დამოკიდებულება წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდის შესახებ ფხენიანის განცხადებებს უკავშირდება. 2014 წელს კი ამერიკელები ძირითად საფრთხედ ჩინეთს ასახელებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები