23 თებერვალი
11:00
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მამუკა ახვლედიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. მის: ნოდარ ბოხუას ქუჩა N19, მართლმსაჯულების სახლი
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე „კოკაინის საქმის“ მსვლელობაზე ბრიფინგს გამართავს.
11:30
თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე მერიაში მიმდინარე მოვლენებზე ივერიონის პრესკლუბში ისაუბრებს. მისამართი: კოსტავას 6. მე-3 სართული
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია ბრიფინგს გამართავს. თემა: „ისლამური სახელმწიფო“ ახალ ვიდეოს ავრცელებს; საქართველოსა და უკრაინაში რუსული პროპაგანდის გაზრდის საკითხზე სპეციალური მოხსენება მზადდება; ტერაქტები თურქეთში – საფრთხეები საქართველოსთვის.
11:30
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კანცლერის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაშვებულ ცალკეულ დარღვევებსა და კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებებზე, განცხადებას გააკეთებს. მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ. #14ბ, I სადარბაზო, II სართული. საკონტაქტო: 599 291202
12:00
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ლიტერატურული კრებულის „საქართველო ჩემი სამშობლოა“ პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
E1
12:00
საზეიმოდ გაიხსნება თბილისის საქალაქო სასამართლოს ის ნაწილი, სადაც მოწმეთა დაკითხვა მოხდება. მის: ბულაჩაურის ქუჩა N 7ა საკონტაქტო პირი: ქეთევან ბასილაშვილი 577 284292
12:00
ივერიონის პრესკლუბში „პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ლაშა სტურუა ბრიფინგს გამართავს. თემები: სანდრო ბრეგაძის გადადგომა, სკოლებში ახალი საგნის „მე და საზოგადოება“ დანერგვის შესაძლელობა, თოფაძე და რესპუბლიკელები, წმენდა პროკურატურაში, მიწის რეგისტრაციის ახალი წესი, ქალთა შეწყალება. მისამართი: კოსტავას 6. მე-3 სართული
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საქართველოსა და უკრაინაში რუსული პროპაგანდის გაზრდის საკითხზე სპეციალური მოხსენება მზადდება. „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები; სამინისტროების ოპტიმიზაცია.
12:00
“პირველ პრესკლუბში” პარლამენტის წევრი, “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
13:00
„მემარცხენე ალიანსისა“ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მკვიდრნი პარლამენტის შენობასთან “მთის კანონში” არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ერთობლივ აქციას გამართავენ. მის: თბილისი, რუსთაველის გამზ., საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
13:00
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
13:00
კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტის შიდა ეზო, ხარების სახელობის სამლოცველო
13:00
თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეზოში,1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში, იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ დაფას გვირგვინით შეამკობს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს.
14:30
ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდება გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის მმართველი სააგენტოს თავმჯდომარის, პროფ. როჯერ ქაშმორის საჯარო ლექცია/პრეზენტაცია – „ენერგეტიკა 21-ე საუკუნეში“, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრება. მისამართი: ვაჟა-ფშაველას ქ. №49, თბილისი
15:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, თბილისის მერთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს. მის: ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩის კვეთა (შახტა №51)
E1
15:30
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები სუამ-ის ახლადარჩეულ გენერალურ მდივანთან, ალთაი ეფენდიევთან შეხვედრას გამართავენ. მის: თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი
18:00
თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ჩემი სახლი“ უმასპინძლებს. მისამართი: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი არტ გალერეა, მე-2 სართული.