ეგვიპტეში ტერაქტი მოხდა

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა. ამის შესახებ Sky News Arabia იუწყება. ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქ ელ-არიშში პოლიციის მანქანის სიახლოვეს ამოქმედდა. დაშავებულთა შორის პოლიციელები და შემთხვევითი გამვლელები არიან. სინაის ნახევარკუნძულზე ბოლო დროს ტერორისტული თავდასხმები გახშირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები