ბერლინში ლტოლვილი გეებისთვის საერთო საცხოვრებელი გაიხსნა

ბერლინის ერთ-ერთ რაიონში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ლტოლვილებისთვის საერთო საცხოვრებელი გაიხსნა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
საერთო საცხოვრებელში 124 ადამიანი განთავსდება. ინტეგრაციის საკითხებში საქალაქო კოორდინატორის, დილეკ კოლაკის თქმით, ეს ჯგუფი განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. გერმანიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ლტოლვილებს შორის 4-დან 8 %-მდე გეია. მსგავსი საერთო საცხოვრებელი მანამდე ქალაქ ნიურნბერგში გაიხსნა. გასულ წელს გერმანიის ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით 1,1-მა მილიონმა ადამიანმა მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები