აზერბაიჯანში დედამ 9 თვის შვილი წყლის ჭაში ჩააგდო და მოკლა

აზერბაიჯანის ქალაქ მათანათში დედამ შვილი მოკლა. გამოცემა 1news.az-ის ინფორმაციით, დედამ 9 თვის ბავშვი წყლის ჭაში ჩააგდო, რის შედეგად ის დაიღუპა. განჯის რაიონის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის“ მუხლით აღძრა. აზერბაიჯანის მოქალაქე მ. ჰუსეინოვა დაკავებულია. მკვლელობის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები