ალეპოსთან „ბოევიკებმა“ სირიის სამთავრობო ძალებს მომარაგების გზა გადაუკეტეს

„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის ქალაქ ალეპოსთან კონტრშეტევა განახორციელა, რომლის დროს „ბოევიკებმა“ სირიის სამთავრობო ძალებს მომარაგების ერთადერთი გზა გადაუკეტეს. ამის შესახებ გამოცემა Al-Masdar-ი იუწყება. ისლამისტებმა დასახლებული პუნქტი რასმ ალ-ნაფალა დაიკავეს და ბაშარ ასადის ძალებს მომარაგების გზა გადაუკეტეს. ახლა სამთავრობო ძალები კონტრშეტევისთვის ემზადეაბიან, რათა „ბოევიკებისგან“ დასახლებული პუნქტი გაათავისუფლონ. Al-Masdar-ის ინფორმაციით, ბოლო თვეებში ეს დასახლებული პუნქტი ხელიდან ხელში გადადის. მას ხან სირიის სამთავრობო ძალები, ხან „ისლამური სახელმწიფო“, ხან სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები იკავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები