კილერს სერგეი ლავროვის შვილის მკვლელობა შეუკვეთეს

რუსული სპეცსამსახურები ეძებენ პიროვნებას, რომელმაც რუს კილერს, სერგეი შერსტობიტოვს წერილი გაუგზავნა. გზავნილში ამ ადამიანმა შერსტობიტოვს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის, ეკატერინა ვინოკუროვას და მისი მეუღლის მკვლელობა დაავალა.
„დამკვეთის“ ვინაობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, მაგრამ სამართალდამცველები ამბობენ, რომ ხუმრობის ავტორს ეს შეიძლება ძვირად დაუჯდეს.
ალექსეი შერსტობიტოვი ამჟამად ციხეში სასჯელს იხდის. წერილი სოციალურ ქსელში მის ერთ-ერთ გვერდზე მისწერეს. წერილის ავტორი შერსტობიტოვს სთხოვს ეკატერინა და ალექსანდრე ვიკოკუროვების ლიკვიდაციას და ამაში 500 მილიონი დოლარის გადახდას აპირებს.
„მოგესალმებით, მინდა შეგიკვეთოთ ეკატერინა და ალექსანდრე ვინოკუროვები. ვიხდი 500 მილიონ დოლარს“, – წერს მკვლელობის „დამკვეთი“.
წერილის ავტორი მას ხელს აწერს, როგორც სერგეი ნიკოლაევი. სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ეკატერინა და ალექსანდრე ვინოკუროვებში „დამკვეთი“ სერგეი ლავროვის შვილს და მის მეუღლეს გულისხმობს.
როგორც გამოცემა „გაზეტა.რუ“ იუწყება, როდესაც სახელმწიფო მოხელის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ მსგავსი მუქარა ისმის, სპეცსამსახურები ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულები არიან, ეს ფაქტები შეამოწმონ. შესაძლოა, სპეცსამსახურებმა სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრან „მკვლელობის მცდელობის“, „სახელმწიფო მოხელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის“ ან „დანაშაულის მზადების“ მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები