სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე საავადმყოფოში მოათავსეს
სომხეთის ნაციონალური კრების (პარლამენტის) თავმჯდომარე გალუსტ სააკიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მას ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა და არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებები დაუფიქსირდა.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ერმინე ნაგდალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად 67 წლის სპიკერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ის სამუშაოს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.