ჩილეში 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ჩილეს სანაპიროსთან 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კოკიმბოდან 89 კილომეტრში მდებარეობდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა.
შეგახსენებთ, რომ ჩილეში გასული წლის სექტემბერში 8,3. მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად 15 ათასი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები