მოსკოვში თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა
მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ავიაკომპანია Utair-ის თვითმფრინავი Boeing 737 ავარიულად დაჯდა. ამის მიზეზი ლაინერის სალონში ჰერმეტულობის დაკარგვა გახდა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, თვითმფრინავი მოსკოვიდან კოგალიმში მიფრინავდა. ავარიული სიტუაცია აფრენიდან 24 წუთში შეიქმნა. საწვავის დახარჯვის შემდეგ ლაინერი ვნუკოვოს აეროპორტში დაფრინდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.