ქაშმირში ინდოეთის უშიშროების ძალებსა და „ბოევიკებს“ შორის ბრძოლა მიმდინარეობს

ინდოეთის ქაშმირის შტატში უშიშროების ძალებსა და „ბოევიკებს“ შორის ბრძოლა მიმდინარეობს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ტერორისტებმა სამხედრო ინსტიტუტის შენობა დაიკავეს. ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიიდან აფეთქებების და სროლის ხმა ისმის. „ბოევიკების“ წინააღმდეგ ოპერაციის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტერორისტები ისლამისტური დაჯგუფებიდან არიან, რომელიც ქაშმირის ამ ნაწილის პაკისტანისთვის გადაცემას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები