ტაჯიკეთში სამართალდამცველებს 56 კილოგრამი ნარკოტიკი აღმოაჩნდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომელი ტაჯიკეთში დააკავეს. ისინი ნარკოტიკებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტაჯიკელი მილიციელები ავღანეთის საზღვარზე 56 კილოგრამი ნარკოტიკით დააკავეს. ისინი ნარკოტიკული ნივთიერებების დუშანბეში გადატანას ცდილობდნენ. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ტაჯიკეთის შსს-ს ინფორმაციით, გასულ წელს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები