სპექტაკლ „ჩემი ქალაქის ზღაპრების“ პრემიერა ახმეტელის თეატრის სცენაზე შედგა

პირველად ქართული თეატრის სცენაზე მწერალ გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები დაიდგა. ახმეტელის თეატრში 21 თებერვალს „ჩემი ქალაქის ზღაპრების“ პრემიერა შედგა. მთავარი მეზღაპრის როლს თავად გურამ პეტრიაშვილი ასრულებდა. მსახიობებმა დიდებისთვის და პატარებისთვის 50 წუთის განმავლობაში რამდენიმე ნოველა გაითამაშეს. „კვირა“ პრემიერის შემდეგ გურამ პეტრიაშვილს და რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილს ესაუბრა:

გურამ პეტრიაშვილი:12751950_1228471627181443_960063075_o
„მე ამ სცენას ვეღარ მომაშორებთ. თან მთავარი რეჟისორი ირაკლი გოგია ჩემი მეგობარია და ვეტყვი მას, დადგი ახალი პიესა, რომ ვიყო თავიდან ბოლომდე სცენაზე და არ გავდიოდე-მეთქი. ჩემი ნოველები რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა გაასცენიურა და მერე სცენაზე გადავიტანეთ. მე არ ვიცი, ეს ხელოვნება და ვისწავლი, რომ მომავალში პირდაპირ პიესა დავწერო“.

ემოცია…
ემოციები… მე ვარ ალბათ ძალიან ღრმად სოფლელი, იმიტომ რომ ყოველთვის ვგრძნობ, ეს არის საქმე და ვცდილობ, არ მქონდეს ემოციები. თორემ, ცხადია, ემოციებით  ივსები, იმიტომ რომ ზოგიერთი ნოველა მართლა ძალიან მიყვარს, მაგალითად, ეს მოხუცები (კაცი რომ ქუდს დასდევს ქარში) ერთმანეთს რომ ხვდებიან, მე მახსენდება ჩემი ისტორია და მეტირება ამაზე… ამის გარეშე არ იქნება ალბათ არაფერი, ემოცია უნდა იყოს, მაგრამ ზომიერად…

ლაშა გოგნიაშვილი:12765567_1228471620514777_1581208078_o
– ცოცხალი და ენერგიული გამოვიდა. ის პერსონაჟები, რასაც მე და ირაკლი ვფიქრობდით, გაცოცხლებულიყვნენ სცენაზე და მაყურებლამდე მიგვეტანა, ეს ყველაფერი დღეს მსახიობებმა შეძლეს. რა თქმა უნდა, ეს გათამაშდება, კიდევ უფრო საინტერესო გახდება და იმედია, იცოცხლებს  დიდხანს…
– რამდენად რთული იყო გურამ პეტრიაშვილის ზღაპრების გადმოტანა სცენაზე?
– რა თქმა უნდა, რთული იყო, იმიტომ რომ ეს ხომ ზღაპარია, რომელიც არც არასოდეს გაპიესებულა. ამიტომ ვერაფრით სარგებლობდი სხვა მასალით, გარდა დედანი ზღაპრისა. ამიტომ დავსხედით მე და ირაკლი გოგია და გავაპიესეთ. როგორ წაიღებს ამას მაყურებელი, როგორ გაიყოლეს, ეს უკვე მერე გამოჩნდება, კარგად გამოგვივიდა თუ არა…
– პირველად დადგით ქართული ზღაპარი ახმეტელის სცენაზე?12776675_1228471623848110_1243211103_o
– ჩვენთან ქართული ზღაპარი ეს ნამდვილად პირველი იყო. პირველი ქართველი მეზღაპრეა, რომელის ზღაპრებიც დავდგით. ყველაზე კარგი და განსხვავებული მის ზღაპრებში ისაა, რომ თუ სხვაგან შევხვდებით დევებს, ცხრათავიან გმირებს და ა.შ. აქ არა, აქ სულ სხვანაირი პერსონაჟები არიან და სხვა მორალი აქვთ. რა თქმა უნდა, სიკეთე სძლევს ბოროტებას, მაგრამ სხვანაირად მისაყოლი მორალია. მორალამდე განსხვავებულად მიყავხარ ავტორს. რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. როგორ გაჩნდა მერცხალი, დღეიდან ალბათ ყველა აქ მოსულ ბავშვს ეცოდინება…
სპექტაკლ „ჩემი ქალაქის ზღაპრების“ პრემიერა დასმა ახმეტელის თეატრის მსახიობის, ალეკო ალავიძის ხსოვნას მიუძღვნა.

ნინო ჯაჯანიძე
12781950_1228471613848111_367463796_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები