22 თებერვალი

09:30
სასტუმრო ჰუალინგში (თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, ვაზისუბანი) სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე „ექსტენციის ეროვნულ ფორუმს“ გახსნის. ფორუმს USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე თომას მორისი, ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთი ნატრიაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები დაესწრებიან. საკონტაქტო პირი – ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19

11:00
„ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ადვოკატი ლექსო კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მოსამართლე დაკითხვის ახალი წესი, რომელიც უკვე ძალაშია; მოსამართლეების არასაკმარისი ოდენობა და წლობით გაჭიანურებული საქმეები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ არსებული დაპირისპირება. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ბრიფინგს გამართავს
თემა: არასაპარლამენტო ოპოზიციის დაგეგმილი შეხვედრა პრემიერთან; „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები, დაპირისპირება რესპუბლიკელებთან; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში პროფესიული განათლების პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „თამარ სანიკიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეცდომაში შეჰყავს“

12:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და არსებულ ყველა კითხვას უპასუხებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00
პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაიმართება ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტის სერგეი სტანიშევისა და “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის ერთობლივი პრესკონფერენცია.
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს. თემა: საგარეო ვაჭრობის მონაცემთა შეფასება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: დაპირისპირება რესპუბლიკელებთან, თანამდებობიდან გადაგომის მიზეზები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

12:00
NEW
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში რაიონის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ეწვევა და ახალგაზრდებს ავღანეთიდან ქართველი სამშვიდობოების მიერ გამოგზავნილ საპასუხო წერილებს გადასცემს.

მისამართი: ტყიბულის N6 საჯარო სკოლა, თაყაიშვილის ქ. N1
15:00
სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” გაიმართება ევროპის სოციალისტთა ლიდერის სერგეი სტანიშევისა შეხვედრა ახალგაზრდებთან.

16:00
NEW
ქუთაისში, გენერალ კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გენერალ გიორგი კვინიტაძის ეპოქის ამსახველ ფოტოგამოფენას გახსნიან.

მისამართი: ქუთაისი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, ავტომშენებლის ქ. 51

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები