„ისლამურ სახელმწიფოზე“ ავიაიერიშის დროს ორი სერბი მძევალი დაიღუპა

სერბეთის ორი მოქალაქე, რომლებიც გასული წლის ნოემბერში ლიბიაში გაიტაცეს, „ისლამურ სახელმწიფოზე“ ამერიკული ავიაციის დარტყმის დროს დაიღუპნენ.
როგორც ლიბიაში სერბეთის საელჩოს წარმომადგენელმა „ბი-ბი-სის“ აცნობა, ორივე ადამიანი ქალაქ საბრატაში გაიტაცეს.
ცნობისთვის, ამერიკულმა თვითმფრინავებმა პარასკევს ლიბიის ქალაქ საბრატაში ისლამისტების ბანაკი დაბომბეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად 30 „ბოევიკი“ განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები