სამხრეთ აფრიკაში „ზიკას“ ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში „ზიკას“ ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაავადება კოლუმბიის მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც იოჰანესბურგში ჩავიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ზიკას“ ვირუსს გლობალური საფრთხის კატეგორია მიანიჭა. დაავადება, ძირითადად, ორსული ქალებისთვის არის საშიში. მან შეიძლება ახალშობილის მიკროცეფალიით დაავადება გამოიწვიოს. ბრაზილიაში, საიდანაც ვირუსის გავრცელება დაიწყო, ამ დიაგნოზით უკვე რამდენიმე ათასი ბავშვი დაიბადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები