ყირიმის ხელმძღვანელი ინიციატივით გამოდის, უკრაინას რუსეთი ეწოდოს

ოკუპირებული ყირიმის ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი უკრაინის უმაღლესი რადის ინციატივის საპასუხოდ, რომელიც რუსეთისთვის „მოსკოვიას“ დარქმევას ითვალისწინებს, ინიციატივით გამოდის, უკრაინას „რუსეთი“ ეწოდოს. ამის შესახებ „კრიმინფორმი“ იუწყება.
აქსიონოვი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ნორმალური ხალხი აღარ დარჩა, ამიტომაც ისინი მსგავსი ინიციატივებით გამოდიან. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უმაღლესი რადის დღის წესრიგში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით სახელწოდება „რუსეთის“ გამოყენებას კრძალავს და მის ნაცვლად ტერმინ „მოსკოვიას“ დაწესებას ითვალისწინებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტერმინი „კიევის რუსეთი“ სწორედ უკრაინის დღევანდელ ტერიტორიას ეხება და რუსეთის დღევანდელ ტერიტორიასთან დაკავშირებით მისი გამოყენება მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები