საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთსა და თურქეთს შორის ომის საფრთხეზე საუბრობს

საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს მიაჩნია, რომ სირიაში არესებული სიტუაციის გამო რუსეთსა და თურქეთს შორის ომის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ ოლანდმა რადიოსადგურ France Inter-ის ეთერში განაცხადა. ოლანდის თქმით, საუბარია არა პირდაპირ, არამედ „ირიბ სამხედრო დაპირისპირებაზე“.
საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსკოვმა ბაშარ ასადის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს. ოლანდი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა ზომა მიიღოს, რათა მოსკოვსა და ანკარას შორის კონფლიქტის ესკალაცია არ დაუშვას.
„თურქებმა არ უნდა აწარმოონ სამხედრო ოპერაციები იქ, სადაც ისინი არ უნდა იმყოფებოდნენ, ხოლო მოსკოვმა ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ასადის რეჟიმის დაცვა უნდა შეწყვიტოს“, – აცხადებს ფრანსუა ოლანდი.
საფრანგეთის ლიდერი ამბობს, რომ აუცილებელია სირიის კრიზისთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება. ამისათვის, ოლანდის აზრით, საჭიროა დაბომბვების შეწყვეტა და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად აუცილებელი პირობების შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები