ჩინეთში მილიარდერი სიკვდილით დასაჯეს

ჩინეთში მილიარდერი ლიუ ხანი სიკვდილით დასაჯეს. სასამართლომ ის სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლით დამნაშავედ ცნო. გამოცემა South China Morning Post-ის ინფორმაციით, სასიკვდილო განაჩენი ლიუ ხანს 2015 წლის მაისში გამოუტანეს. გამოძიებამ დაადგიმა, რომ ხანი, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მოქალაქე იყო, დანაშულებრივ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, რომელიც მკვლელობებით, არალეგალური კაზინოების ბიზნესით და იარაღით ვაჭრობით იყო დაკავებული.
ჰონგ – კონგის მედიის ცნობით, ლიუ ხუანს ახლო ურთიერთობები აკავშირებდა ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების ყოფილ უფროსთან ჩჟოუ იუანკანთან, რაც მას სასჯელის თავიდან აცილებაში ეხმარებოდა. ჩჟოუ იუანკანი გასული წლის დეკემბერში თანამდებობიდან გადააყენეს და პარტიიდან გარიცხეს. უახლოეს მომავალში მას, სავარაუდოდ, კორუფციაში ბრალს წაუყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები