აშშ-ში პატიმარი გაათავისუფლეს, რომელმაც სამარტოო საკანში 43 წელი გაატარა

ამერიკელი ალბერტ ვუდფოქსი, რომელმაც სამარტოო საკანში 43 წელი გაატარა, გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ვუდფოქსის ადვოკატმა გაავრცელა. ალბერტ ვუდფოქსი და კიდევ ორი პირი შეიარაღებული ძარცვისთვის გაასამართლეს.
სამარტოო საკანში ვუდფოქსი 1972 წელს გადაიყვანეს. როდესაც ლუიზიანას შტატის ციხეში ბუნტი მოხდა. ამ ბუნტის დროს დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. ვუდფოქსი დაცვის თანამშრომლის მკვლელობაში დამნაშავედ ორჯერ ცნეს, მაგრამ შემდეგ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებებს ზემდგომი ინსტანციები აუქმებდა.
ვუდფოქსი და ძარცვისთვის მასთან ერთად დაკავებულები – რობერტ კინგი და გერმან უოლესი ამტკიცებდნენ, რომ სასჯელს იხდიან დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები