89 წლის ასაკში მწერალი ჰარპერ ლი გარდაიცვალა

აშშ-ში მწერალი ჰარპერ ლი გარდაიცვალა. ის 89 წლის იყო. ამის შესახებ გამოცემა AL.com იუწყება. მწერალი ქალი ალაბამას შტატის ქალაქ მონროვილში ცხოვრობდა. ჰარპერ ლი ცნობილი გახდა რომანის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ წყალობით. ამ ნაწარმოებისთვის მან პულიცერის პრემია მიიღო. 2015 წელს რომანის გაგრძელება „წადი, დარაჯი დააყენე“ გამოვიდა. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეორე წიგნი ჰარპერ ლიმ მრავალი წლის წინ დაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები